English / ქართული / русский /
გიორგი ბრეგვაძე
თურქეთის ინოვაციური სისტემა

ანოტაცი

ნაშრომში განხილულია ეროვნული ინოვაციური სისტემების მოდელები და გაანალიზებულია თურქეთის ინოვაციური სისტემა. შესწავლილია თურქეთის მთავრობის მიერ ეროვნულ ინოვაციური სისტემის ჩამოსაყალიბებლად განხორციელებული სტრატეგია.
საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემა, ინოვაციური განვითარება, სახელმწიფო სტრატეგია

დღეს ეკონომიკური განვითარება ეფუძნება ცოდნას, ხოლო მათი განხორციელება ხდება ეკონომიკური ზრდის და ინოვაციის წყარო. ამასთან, ბევრ განვითარებად ეკონომიკურ ქვეყანაში ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირება ახლა მიმდინარეობს.
ეროვნული ინოვაციური სისტემის თეორიის ფუძემდებლად მიჩნეული არიან ფ.ფრიმუნი (დიდი ბრიტანეთი. ვესექსის უნივერსიტეტი. სამეცნიერო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტი), ბ.ა ლუდვალლა (შვეცია, უპასალას უნივერსიტეტი) და რ. ნელსინი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ). მართალია თითოეული მათგანი თავისებურად განმარტავს ეროვნულ ინოვაციურ სისტემას, მაგრამ ყოველი მათგანი ეფუძნება საერთო მეთოდოლოგიურ პრინციპებს. პირველი ეკონომიკის განვითარებაში საგანგებო როლს ასრულებს ცოდნა, მეორე, ეკონომიკის დინამიკური განვითარებისათვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მეწარმეებს შორის კონკურენცია, რომლის საფუძვლებსაც ინოვაცია წარმოადგენს. მესამე, ინოვაციური საქმიანობის ინსტიტუციური კონტექსტი პირდაპირ ახდენს გავლენას მის შინაარსსა და სტრუქტურაზე.
მსოფლიოში არსებული ეროვნული ინოვაციური სისტემების ანალიზი საშუალებას იძლევა, გამოიყოს ეროვნული ინოვაციური სისტემების ოთხი ტიპი. პირველი -„ევროატლანტიკური“, მეორე „აღმოსავლეთ აზიური“, მესამე „ალტერნატიული“ და მეოთხე „სამმაგი სპირალი“.
„ევროატლანტიკური“ მოდელი წარმოადგენს მთლიანი ინოვაციური ციკლის მოდელს. ინოვაციური იდეის წარმოქმნიდან მზა პროდუქციის მასიურ წარმოებამდე. იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ მოდელს იყენებენ, როგორც წესი, წარმოდგენილია ინოვაციური სისტემის სტრუქტურის ყველა კომპონენტი. ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება, კვლევები და გამოგონებები, საცდელი ნიმუშების შექმნა და მასიური წარმოებაში ჩაშვება. ამ მოდელს იყენებენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ მსოფლიო ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის რეიტინგებში. ესენია - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.
„აღმოსავლეთ აზიური“ მოდელი ინოვაციური განვითარების ის მოდელია, სადაც ინოვაციურ ციკლში გამოტოვებულია ფუნდამენტური იდეის ფორმირება. ამ მოდელის საფუძვლებში მთლიანადაა უგულებელყოფილი ფუნდამენტური მეცნიერებისა და ნაწილობრივ გამოყენებითის როლი. ეს მოდელი გამოიყენება აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, ტაივანი. ორიენტირებული არიან რა მაღალტექნოლოგიური პროდუქტის ექსპორტზე, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორც წესი, ტექნოლოგიებს იღებენ იმ ქვეყნებიდან, რომელთაც აქვთ „ტრადიციული“ მოდელი. ამის კლასიკური მაგალითია იაპონიის ინოვაციური განვითარების სისტემა.
ეროვნული ინოვაციური განვითარების „ალტერნატიული“ მოდელი უპირატესად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, რომელთაც არ გააჩნიათ პოტენციალი ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებაში და არ აქვთ ნედლეულის მდიდარი მარაგები, გადამუშავების ტექნოლოგიები, რომელთა გაყიდვებიც შეიძლება ყოფილიყო ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საფუძველი. ამიტომ, ასეთ ინოვაციურ სისტემებში სუსტად არის წარმოდგენილი, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი არა მარტო ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება, არამედ მაღალტექნოლოგიური კომპონენტი, როგორც ასეთი. არ არიან რა მზად, მიაღწიონ რაიმე ხელსაყრელ შედეგებს ახალი ტექნოლოგიების შექნის მიზნით, ეს ქვეყნები თავის ინოვაციურ პოლიტიკაში აქცენტს აკეთებენ კადრების მომზადებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, სოციოლოგია და შრომის ფსიქოლოგია, ასევე ისეთი დარგების განვითარებაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, კრეატიული ინდუსტრია და რეკრეაცია. დიდი ყურადღება ექცევა ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმომადგენლობებისათვის, საერთაშორისო ბანკებისა და საერთაშორისო პოლიტიკური სტრუქტურებისათვის მენეჯმენტის კადრების მომზადებას. ამ მოდელის გამტარებელ ქვეყნებს მიეკუთვნება ტაილანდი, ჩილე, თურქეთი, პორტუგალია.
და, ბოლოს, მოდელი „სამმაგი სპირალი“, რომელმაც განვითარება პოვა მხოლოდ აშშ-ში. ამ მოდელს აქვს პრინციპული განსხვავება აქ ჩამოთვლილ მოდელებთან შედარებით არა მხოლოდ ეროვნული ინოვაციური სისტემების სტრუქტურაში, არამედ მათი ცალკეული ელემენტების ზემოქმედების მექანიზმებითაც. ამჟამად ამ მოდელის ცალკეული ელემენტების ფორმირების პროცესი იწყებს განვითარებას დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და იაპონიაში.
თურქეთის ეკონომიკა ბოლო წლებში დინამიურად სტაბილური განვითარების ტენდენციით ხასიათდება. თუ ადრე ამ ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობა დომინირებდა, დღეს მრეწველობაც საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ასევე მომსახურების სექტორი და საგანგებო აღნიშვნის ღირსია ტურიზმი, რაც ბოლო წლებში ძალზე განვითარდა.
მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული, თურქეთი აქტიურად იწყებს მუშაობას ეროვნული ინოვაციური სტრატეგიის ფორმირებისათვის. აკეთებს რა აქცენტს ინოვაციური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე 1963 წ. ქვეყანაში შეიქმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საბჭო (TUBITAK): ეს არის ცენტრალური ორგანო, რომელიც პასუხს აგებს სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიის განვითარებაზე. საბჭოს გააჩნია დიდი უფლებები ინოვაციურ სფეროში - სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრიდან დაწყებული, ახალგაზრდა ტალანტების მოძიებისა და მხარდაჭერით დამთავრებული. ესაა სტაჟირების ორგანიზება, ოლიმპიადები და ა.შ. ასევე ეხმარება მათ სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებებაში და მონოგრაფიების დაბეჭდვაში. საბჭოს შიგნით მოქმედებს რვა კომიტეტი, სადაც შედიან მეცნიერების შესაბამისი დარგების სპეციალისტები. კომიტეტებს უფლება აქვთ, არა მარტო გაანაწილონ საგრანტო დაფინანსებები, არამედ განახორციელონ ინოვაციური ექსპერტიზის ფუნქციები. გარდა ამისა TUBITAK-ის ფარგლებში შექმნილია ეროვნული აკადემიური ქსელი, დოკუმენტური ცენტრი და ასევე მთელი რიგი ლაბორატორიები.
2011 წელს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გაფართოვდა და ეწოდება მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის სამინისტრო, რომელიც ახლა კურირებს თურქეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ტექნოლოგიურ კვლევებში.
2011 წელს სახელმწიფო საგეგმო სააგენტო გადაკეთდა განვითარების სამინისტროდ და ამჟამად პასუხს აგებს სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების ინოვაციური სექტორის ბიუჯეტის მომზადებაზე, რომელიც 2012 წელს შეადგენდა 1.7 მილიარდ აშშ დოლარს და ასევე კოორდინაციას უწევს განვითარების რეგიონულ სააგენტოებს.
თურქეთის აკადემიის სამეცნიერო საბჭო იკრიბება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. მაგ., 2013 წელს სხდომა ეძღვნებოდა ენერგეტიკას. 2014 წელს ჯანდაცვას. მათი საქმიანობა რეგულირდება ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების სტრატეგიით (2011 – 2016), რომელსაც დაწესებული ჰქონდა შემდეგი დარგობრივი პრიორიტეტები. ესენია ავტომობილების მრეწველობა, მოწყობილობების წარმოება. ასევე დასახულია შემდგომი განვითარების მიმართულებები, ესენია თავდაცვა, კოსმოსი, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, წყალი და საკვები პროდუქტები.
განათლების სისტემა თურქეთში დასავლეთის ქვეყნების მსგავსია. თურქეთის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ისწავლოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებელში. სკოლამდელი აღზრდა მოიცავს 3-5 წლამდე საბავშვო ბაღებსა და ნულ კლასებს. დაწყებითი სკოლა მოიცავს 6-14 წლამდე და წარმოადგენს სავალდებულო 8 წელს. ყველა სახელმწიფო სკოლა თურქეთში უფასოა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ ეძლევათ დიპლომი. არსებობს კერძო დაწყებითი კლასებიც, კოლეჯები, სადაც სწავლა უფრო გაძლიერებული პროგრამით მიმდინარეობს და სწავლის საფასური შეადგენს 1000 ლირიდან და მეტი თვეში.
საშუალო სკოლაში სწავლება მოიცავს 3 წელს ზოგად განათლებას და ერთ წელს პროფესიულ-ტექნიკურ კოლეჯებში. 12 კლასის დამთავრების შემდგომ აბარებენ ერთიან ერონულ გამოცდებს და შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც მრავლადაა თურქეთში (118 უმაღლესი სასწავლებელი). უმაღლესი სასწავლებლის სისტემა თურქეთში ისეთივეა დაახლოებით, როგორც ევროპის ქვეყნებში და საქართველოში. თითქმის ყველა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლება მიმდინარეობს თურქულ და ინგლისურ ენაზე.
თურქეთი დღეს არ დგას იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც საგრძნობლად გამოირჩევიან ეროვნული ეკონომიკის ინოვაციური პროდუქტიულობით. მაგრამ წარმოადგენს საგრძნობლად ეფექტური ინოვაციური სისტემის სტრუქტურიზაციის მაგალითს.
Global Compo 2011-2012 წელს გამოქვეყნებული მასალებით კონკურენტუნარიანობის მიხდვით მსოფლიო რეიტინგში თურქეთმა 59-ე ადგილი დაიკავა 142 ქვეყანას შორის, ხოლო ისეთ საკითხში, როგორიცაა „ინოვაცია და ეკონომიკური ცოდნის განვითარება“- მას უკავია 58-ე ადგილი. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხარისხის მიხედვით 89-ე ადგილზეა, ხოლო სამეცნიერო კადრების და ინჟინერთა კადრების მომზადების მხრივ 44-ე ადგილზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების მონაცემებით საკუთარი გამოგონებები თურქეთში ცოტაა, ვიდრე ნაყიდი ლიცენზიები. ამ მხრივ 55-ე ადგილზეა, ხოლო სამეცნიერო შრომების პუბლიკაციების მიხედვით თურქეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა და 44-ე ადგილიდან 23-ე ადგილზე გადავიდა.
„სტრატეგიული განვითარება 2023“ - თურქეთის განვითარების ძირითადი მიზნები, შემუშავდა 2008 წელს. ამ პროგრამის მიხედვით თურქეთს დიდი ამბიციური გეგმები გააჩნია. მაგალითად, მშპ - ერთ ნულზე (აშშ დოლარებში) 2012 წლიდან - რაც შეადგენდა 10666, 2023 წლისთვის 25000 მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო პროდუქციის ექსპორტი (მლრდ აშშ დოლარი) 2012წ. – 152, ხოლო 2023 წლისთვის 500-მდე გაზრდას ელოდებიან. მეცნიერთა რაოდენობა 2012 წ. იყო 72109, ხოლო 2023 წლისთვის უნდა გაიზარდოს 176000 -მდე.
დღეს თურქეთის უმაღლესი სასწავლებლები წარმოადგენენ „სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა და გამოგონებების“ მთავარ შემსრულებლებს (64,3%), რაც მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შექმნილია ტექნოპარკები, რომლებიც ბიზნესის ხელშეწყობის საქმეში თურქეთის მთავრობის მთავარი თემაა. პირველი ასეთი ტექნოპარკები ჯერ კიდევ 2001 წელს შეიქმნა ანკარაში და ქოჯაელში - თურქეთის ტრადიციულ სამრეწველო ცენტრებში.
2013 წლისათვის თურქეთში აღირიცხებოდა 43 ტექნოპარკი, რომელთაგან 32 იყო მოქმედი, მათი რაოდენობა 2014 წლისათვის უკვე 52 შეადგენდა. თურქეთის ტექნოპარკები მოიცავენ დაახლოებით 2500 ფირმას, მათ შორის 9 ფლობს უცხოურ კაპიტალს. 2013 წელს მათ მოიზიდეს 23000 სამეცნიერო პერსონალი, ხოლო ექსპორტიდან შემოსავალმა შეადგინა 1.5 მილიარდი დოლარი (მთლიანი შემოსავლის 1%). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ციფრები შთამბეჭდავია, უკანასკნელი მოხსენებები ამ საკითხებში კრიტიკულად აფასებს თურქეთში მიმდინარე ტენდენციებს. ასე რომ, გაიზარდა უნივერსიტეტები, რომლებიც ხსნიან ტექნოპარკებს მხოლოდ იმისათვის, რომ იბრძოლონ პროფესიული მმართველობისა და ადეკვატური დაფინანსებისათვის. მოხსენებებში აღნიშნულია, რომ, სამწუხაროდ, არ არსებობს ამ ტექნოპარკების ეფექტურობის შეფასების მაჩვენებლები. ასევე არ არსებობს გამოქვეყნებული ისეთი მონაცემები, როგორიცაა დანახარჯები და საგადასახადო შეღავათები იმ ფორმების მიმართ, რომლებსაც მხარს სახელმწიფო უჭერს. 2009 წლის სახელმწიფო კომიტეტის აუდიტის მოხსნებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია არსებული პროგრამების მდგომარეობის მიუკერძოებელი შეფასება. ეს ასევე დაამტკიცა 2012 წელს მოხსენებაში მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის სამინისტროს ინსპექტორმა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, თურქეთი დღეს მდგრადი და დინამიკური ეკონომიკური განვითარების გზას ადგას და ყოველვე ამაში იმ ინოვაციურ სისტემებსა და სტრატეგიას შეაქვს თავისი წვლილი, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე მზადდებოდა და მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. გ. ბრეგვაძე, თურქეთის ინოვაციური პოლიტიკა, პ. გუგუშვილის ეკ. ინსტ საერთაშორისო სამეცნ-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, 2016.
2. Ольга Андрюшевич, Модели формирования национальных инновационных системи, 2013 г. Капитал страна.
3. Доклад Юнеско по науке 2015 – на пути к 2030 году, стр. 333.